COVID19
ერთ დღეში, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

30 მაისის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-მდე გაიზარდა.

24-ით, 600-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 250 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

| Print |
თეგები: კორონავირუსი /