COVID19
კარანტინიდან გამოშვებულ ნინოწმინდელ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა


44 წლის მამაკაცი, რომელიც საკარანტინე ზონიდან გამოუშვეს, ორ დღეში კი უკან დააბრუნეს, კოვიდინფიცირებულია. ანალიზის პასუხი რომ დადებითია,. ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა დაგვიდასტურა. პაციენტი გორის ჰოსპიტალშია მოტავსებული, ოჯახის ოთხი წევრი კი ახალციხეში, საკარანტინე ზონაში გადმოიყვანეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ტიგრან ეგოიანის თქმით, მამაკაცის ანალიზის პასუხი სუსტი დადებითია. 

სოფელ ყაურმის მკვიდრი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, კარანტინში მოათავსეს. ორკვირიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ კი გამოუშვეს და უთხრეს, რომ ჯანმრთელი იყო. ორი დღის შემდეგ სასწრაფო დახმარების მრიგადამ მამაკაცს სოფელში მიაკითხა და უთხრა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივს თითქმის ყველა თანასოფლელთან ჰქონდა კონტაქტი. ამის გამო სოფელი იზოლირებულია, მოქალაქეებს ყაურმის დატოვების უფლება არ აქვთ. სოფელში მცხოვრებ 271 პირს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს. 

ამავე თემაზე: 
კარანტინიდან კორონავირუსით ინფიცირებული ნინოწმინდელი მამაკაცი გამოუშვეს
| Print |