COVID19
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო პერსონალია
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.
„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდიან, იმპორტირებული შემთხვევებია, თუმცა ქვეყანა არ ვიცი. 3 არის სამედიცინო პერსონალი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.