ანონსი
15 ივნისიდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
15 ივნისიდან პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. ფიზიკურ პირს 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, იურიდიულ პირს კი 500 ლარის ოდენობით. მოქალაქეებს ​პირბადეების გაკეთება მოუწევთ როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ტაქსებში. მოქალაქესთან ერთად დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც.

ახალი რეგულაციებით განისაზღვრა ქორწილის, ნათლობის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდის წესი - მსგავს თავყრილობებზე არ უნდა იყოს 10 პირზე მეტი. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000, იურიდიული კი 10 000-ით დაჯარიმდება.
| Print |
თეგები: პირბადე / ჯარიმა /