COVID19
COVID 19-ით ბოლო 24 საათში, სომხეთში 9, თურქეთში 17, რუსეთში კი 194 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 18 033-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსს საერთო ჯამში 302 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში დღემდე „კოვიდ 19“-სგან 6 814 პაციენტი განიკურნა. 

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 843 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის განახლებული მონაცემებით, სულ ქვეყანაში 553 301 შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსით კიდევ 194 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დრომდე ქვეყანაში ჯამში 7 478 ადამიანია კორნავირუსით დაღუპული. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 304 342-ს გადააჭარბა.

რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების მონაცემით, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება თურქეთს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქ 1 467 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 181 298-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსს საერთო ჯამში 4 842 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 10 662-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსს საერთო ჯამში 126 ადამიანი ემსხვერპლა.
| Print |