COVID19
კოვიდინფიცირების გაზრდილი სტატისტიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 28 606-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 5 ივლისის მდგომარეობით, 484-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 16 140 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 824 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, აქ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 681 251-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 134 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 161-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 450 750-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად 220 340 ადამიანია დაავადებული. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი, აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ, მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ით თურქეთში გარდაიცვალა 20 და დაავადდა 1154 ადამიანი. მეზობელ ქვეყანაში კორონავირუსი სულ 204 610 პირს დაუდასტურდა. ჯამში გარდაცვლილია 5 206 და განკურნებულია 179 492 მოქალაქე. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით თურქეთი მე-14 ადგილზეა მსოფლიოში.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ინფიცირებულთა რაოდენობით ის 55-ე ადგილზეა.  534 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 6 და დაავადდა 534 ადამიანი. სულ, ქვეყანაში 19 801 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც გარდაიცვალა 241 და გამოჯანმრთელდა 11 291 ადამიანი.
| Print |