COVID19
57 203 ახალი შემთხვევა დადასტურდა აშშ-ში
აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 57 203 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 111 902-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 895 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 133 195-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების ასევე დაღუპულების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.
| Print |