COVID19
რუსეთში, ერთ დღეში, კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 188 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 720 547-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 205-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 497 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 378 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.
| Print |