COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 010 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს. გარდაცვლილია 15 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში 5 640 პირია მოთავსებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.
| Print |
თეგები: კორონავირუსი /