COVID19
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა და 1 018 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კაქედან სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი - უკვე ინფიცირებულთან კონტაქტი. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, მათი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

24 საათში გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 895-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 497 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
| Print |