COVID19
ბოლო 24 საათში აშშ-ში 55 ათასამდე პირი დაინფიცირდა
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 54 953 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 233 923-მდე გაიზარდა, - შესამაბის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, „კოვიდ 19“-ს ქვეყანაში კიდევ 470 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 146 935-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პორველ ადგილზე დგას მსოფლიოში.
| Print |