COVID19
Covid19 -ის გავლენა საქართველოზე - ახალციხეში დისკუსია გაიმართა
Covid19 -ით გამოწვეული ეპიდემიის გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე - თემაზე ახალციხის მედიის, სამთავრობო და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

მონაწილეებს შორის დისკუსია ნეგატიური შედეგების გადალახვის გზების კონკრეტულმა ვერსიებმა გამოიწვია. ეკონომისტმა კახა დაუშვილმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგები გააცნო აუდიტორიას.

,,OCED -ის წინასწარი შეფასებით საოჯახო მეურნეობების დანახარჯები 30-35%, წარმოება - 20/25%, ხოლო კორპორატიული და პირდაპირი ინვესტიციები 40 %-ით შემცირდება.

საქართველოს მთავრობის მონაცემზე დაყრდნობით, 2020 წლის საქართველოს ეკონომიკა 7 მლრდ ლარს დაკარგავს და საერთაშორისო პარტნიორებისგან 4.7 მილიარდი ლარის კრედიტს მიიღებს.

PMCG-ის შეფასებით ეკონომიკის შეზღუდვამ ყველაზე მეტად შემდეგი სექტორები დააზარალა:

ტრანსპორტი და დასაწყობება ( -13%)

გართობა და კულტურა (-27%)

საბითუმო და საცალო ვაჭრობა (-13%)

სხვა სახის მომსახურება (-13%)

პოზიტიური გავლენა კი იქონია შემდეგ სექტორებზე:

ინფორმაციისა და კომუნიკაციის (+7%)

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (+7%).


დისკუსიაზე მონაწილეებმა, კორონავირუსის მიერ ახალციხისთვის მიყენებულ ზარალზეც იმსჯელეს.
| Print |