COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა. Worldometers - ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ დაინფიცირებულია 18,034,065 ადამიანი, ხოლო მათგან 689,075 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 11.3 მილიონი პაციენტი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 5.9 მილიონს აჭარბებს.

დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 4,7 მილიონი დაინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 2,7 მილიონი ადამიანია კოვიდ-19-ით დაავადებული, მესამე ადგილზე კი ინდოეთია 1,7 მილიონი ინფიცირებულით.
| Print |
თეგები: კორონავირუსი /