COVID19
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 306-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ით გაიზარდა და 1 085-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7 635 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |