COVID19
კოვიდ19 ქობულეთში, კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
Კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. კოვიდ 19 ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა.

Აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, შემთხვევა არ უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი 20 აგვისტოს, თბილისში დაუდასტურდა.

საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცურებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ასეთი სულ 18 პირია, მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ბათუმის კოვიდცენტრში სულ 26 პაციენტი მკურნალობს.
| Print |