COVID19
,,ქართული ოცნების" კლასტერი ფართოვდება
„ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სულ 240 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათ შორის 200 ადამიანი ჩვენი თანამშრომელია. ორი პირის პასუხი დადებითია. ორივე არის ჩვენი სათავო ოფისის დამლაგებელი“, - განაცხადეს პარტიაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია, ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი.

„ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენელს, საიდაცანც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის კონტროლირებადი, მართული, არავითარი საშიშროება იმის, რომ ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, არ არსებობს.
| Print |