COVID19
ერთი ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გურიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა აღმოჩენილი, აქედან ერთი ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა, ერთი მათგანი კი სამი თვის ჩვილია.

„გურიაში გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა. გარკვეულწილად, ერთი ებმის ისევ და ისევ აჭარას და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სამი თვის ჩვილს კორონავირუსი ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„იქ არის ფიზიკური კონტაქტი, ბავშვი ხელში ეჭირა ინფიცირებულს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 621-ია.  გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1302-ს შეადგენს.


| Print |