COVID19
შემოდგომა და ზამთარი უნდა გადავიტანოთ, ეს მარტივი არ იქნება - აშშ-ს მთავარი ვირუსოლოგი
ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, წლევანდელი შემოდგომისა და ზამთრის გადატანა მარტივი არ იქნება.

„ნურასოდეს შეაფასებთ პანდემიის პოტენციალს ზედმეტად მსუბუქად. არ შეეცადოთ ყველაფრის ვარდისფერი ფერებში დანახვას. ჩვენ ეს შემოდგომა და ზამთარი უნდა გადავიტანოთ, რადგან იოლი არ იქნება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით ამჟამად მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 411 173 -ს გადააჭარბა, 915 074 გარდაიცვალა და 20 418 317 გამოჯანმრთელდა.
| Print |