COVID19
საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1 363-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
| Print |