COVID19
პანდემიის გამო შეცვლილი ყოველდღიურობა ახალციხის თეატრებში
თეატრებმა მუშაობის განახლების უფლება ისევ ვერ მიიღეს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სპექტაკლების გამართვა შეაჩერეს ახალციხეშიც. გარკვეული პერიოდის შემდეგ რეპეტიციები აღდგა, თუმცა მაყურებლის მიწვევა ისევ აკრძალულია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თეატრებსა და კინოთეატრებს მუშაობა 1-ოქტომბრიდან უნდა განეახლებინათ, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, აკრძალვის ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა.

| Print |