COVID19
ინფიცირებული მამაკაცის თბილისელი თანამშრომლების ტესტის პასუხი ცნობილია
სომხეთიდან ჩამოსული მამაკაცის ორ თანამშრომელს, თბილისში, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა. ვირუსული ინფექცია არ აღმოაჩნდა არც ქუთაისელ პირს, რომელსაც ბოლო პერიოდში ინფიცირებულ მამაკაცთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა.

კორონავირუსით დაავადებული მამაკაცი ვარაუდობს, რომ სომხეთიდან ჩამოსული მათ შეხვდა და ამის შემდეგ დაინფიცირდა.

akhaltskha.net -ის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცის ორ თანამშრომელს, ბოლო პერიოდში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, თუმცა პირველადი ტესტის მონაცემებით, მათ კორონოვირუსი არ დაუდასტურდათ.

მათ, ვინც ინფიცირებული მამაკაცის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა ან პირადი
შეხება ჰქონდა მასთან, ბაკურიანისა და ახალციხის საკარანტინო ზონებში გადაანაწილეს. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კონტაქტების მოძიება ჯერ
კიდევ გრძელდება.

| Print |