COVID19
ახალციხელებისთვის აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან საეჭვო კონტაქტების მქონე პირების ანალიზების პასუხები ცნობილია. ბაკურიანის საკარანტინე სივრციდან აღებული 26 ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა. მათ განმეორებით 25 სექტემბერს გამოიკვლევენ. საეჭვო სიმპტომებისა და ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის მქონე პირები საკარანტინე სივრცეებს მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებენ.

ახალციხის საკარანტინე სივრცეში მოთავსებული 42 პირის ტესტიდან, ამ დროისთვის ცნობილია 40 ტესტის პასუხი, რომელმაც კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. მათგან, ამ ეტაპზე უცნობია 2 პირის ანალიზის პასუხი. 

პასუხებს ამ დრომდე ელოდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სომხეთიდან ჩამოსული მამაკაცის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ, მათ შორის არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის პარტიის წევრი და მედია ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი.

პასუხებს ელოდებიან იმ სალონის თანამშრომლებიც, სადაც კოვიდ 19–ით ინფიცირებული მამაკაცი იმყოფებოდა.
| Print |