საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 3 502 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა 1 494-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 შემთხვევა დაფიქსირდა.