COVID19
ახალციხიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილი ანალიზის პასუხები მზადაა
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ლუგარის ლაბორატორიიდან 13 პირის ანალიზის პასუხი მიიღო. ერთ-ერთ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის შემდეგ, ვირუსი არც ერთს აღმოაჩნდა. ამ ეტაპზე, 40-მდე პიროვნების ანალიზია ცნობილი, პასუხების ნაწილი გუშინ, 19 სექტემბერს მიიღეს.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში რჩება. მათ ტესტირება ერთი კვირის შემდეგ კიდევ ჩაუტარდებათ, მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებენ საკარანტინე სივრცეებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, დედის დაკრძალვაზე სომხეთიდან ჩამოსულ პირს კორონავირუსი უკან დაბრუნებისას აღმოაჩნდა. ახალციხეში კონტაქტების მოძიება ამ დრომდე გრძელდება.
| Print |