საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე აისახა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გარდაცვლილია 60 წლის ქალი, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან კორონავირუსის დიაგნოზით გადმოიყვანეს. მისივე თქმით, ქალის ჯანმრთელიბის მდგომარეობა კრიტიკული იყო. იგი ქუთაისის ერთ-ერთ კოვიდ მიმღებ კლინიკაში იმყოფებოდა.
"ჩვენ გვაყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, არ გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.