COVID19
ადიგენში კორონავირუსზე ტესტირება 107 პირს ჩაუტარდა
სამ დღეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ტესტირება 107 პირს ჩაუტარდა, მათი დიდი ნაწილი აჭარის რეგიონში იმყოფებოდა, ნაწილი კი ორ ინფიცირებულთან კონტაქტია. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, 100-მდე პასუხი უკვე ცნობილია, მათ კრონავირუსი არ აქვთ. დანარჩენის პასუხებს კი ამ დრომდე ელიან.

სოფელ ჭეჭლაში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა, ამ დრომდე მათთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული. ანალიზი ყველა მათგანს აუღეს, 23 პასუხი უარყოფითია, ორის პასუხი კი ჯერ უცნობია. კონტაქტებიდან 3 კარანტინში, 22 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„კონტაქტები მხოლოდ ჭეჭლაში არ არიან. კიდევ მიმდინარეობს აქტიურად კონტაქტების მოკვლევა, თუ ვინმე გამოიკვეთება, მოხდება გატესტვა“, - გვითხრა სამხარეო-ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ადიგენის სოფელ ჭეჭლას ორ მკვიდრს. ისინი ბათუმში, ერთ ქორწილში იმყოფებოდნენ.

| Print |