COVID19
გერმანია საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში, აუცილებლობის გარეშე, ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. მიზეზი კორონავირუსის ახალი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების მატებაა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული, თუმცა ბოლო პერიოდში ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც, სექტემბრის შუა რიცხვებში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევები რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად აქტიურია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი აჭარა. ამიტომ სამინისტრო მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დაფიქსირდა.


| Print |