COVID19
კორონავირუსზე ახალციხის და ადიგენის მცხოვრებთა ანალიზის პასუხები ცნობილია
ეპიდემიოლოგებმა ადიგენის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრები ორი ინფიცირებულის ახალი კონტაქტები გამოავლინეს. 17 პირს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდა, ყველა პასუხი უარყოფითია. ექიმების რეკომენდაციით, ჩვიდმეტივე მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა.

გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ, 21 სექტემბერს 25 ადგილობრივის ანალიზი გაიგზავნა. მათი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მიღებული პასუხების მიხედვით, კორონავირუსი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ არცერთ პირს უდასტურდება.

სამცხე-ჯავახეთში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი ორ მუნიციპალიტეტშია - ადიგენსა და ახალციხეში. რაც შეეხება ახალციხეს - სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, კოვიდინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი, დამატებით ხუთი პირი გამოვლინდა, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში რჩება.

| Print |