COVID19
საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.

"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელ
იძემ.

დღეს საქართველოში სულ სამი პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |