COVID19
საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანას კოვიდ 19-ით გარდაცვლილი 25 ადამიანი ჰყავს

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 76 წლის მამაკაცი „მედ ემერჯენსში" 22 სექტემბერს სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. უწყების ინფორმაციით, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკამრისობა და ცხელება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

დღეს, 23 სექტემბერს, კორონავირუსით უკვე მეორე პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |