COVID19
ადიგენში სამი სოფლის მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - მოხეს, ჭეჭლას და აფიეთის მცხოვრებლებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ. მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დღეს, 23 სექტემბერს დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, PCR ტესტი დაახლოებით, 500-მდე პირს ჩაუტარდება.

მოქალაქეების გამოკვლევა მას შემდეგ გადაწყდა, როცა სოფელ ჭეჭლაში COVID-19 სამ პირს დაუდასტურდა. სამივე მათგანი ბათუმში, ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილში იყვნენ მოხეს, ჭეჭლას და აფიეთის მაცხოვრებლები, რის გამოც საჭიროდ მიიჩნიეს, რომ მასობრივი ტესტირება ჩაეტარებინათ.

სამივე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 53 პირია გამოვლენილი. 22 სექტემბრის ჩათვლით, ადიგენში 220-მდე პირი გამოიკვლიეს.

| Print |