COVID19
რამდენი თავისუფალი საწოლია კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად საქართველოში?
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 715 თავისუფალი საწოლია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდპაციენტების მიერ დაკავებულია 1342 საწოლი.

“სულ მობილიზებულია 2522 საწოლი, დაკავებულია - 1342, ტრიაჟისთვის დაკავებულია -207 საწოლი, ხოლო თავისუფალია 715 საწოლი“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი და გარდაცვლილი 25. კარანტინის რეჟიმში 5390 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში - 640. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წყარო: interpressnews.ge
| Print |