COVID19
ადიგენის სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს მაცხოვრებელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ სამხარეო ადმინისტრაციის აპატარში. გიორგი მიქელაძის თქმით, ინფიცირებული ადიგენის სასწრაფო დახმარების ექთანია.

სამედიცინო პერსონალს გეგმიურად ტესტავენ, სწორედ გეგმიური ანალიზის დროს აღმოჩნდა უდეში პირველი შემთხვევა. ინფიცირების წყარო უცნობია. ეპიდემიოლოგებმა კონტაქტების მოძიება დაიწყეს.

23 სექტემბრის მდგომარეობით, ადიგენში ოთხი პირია ინფიცირებული, სამი სოფელ ჭეჭლადან, ერთი კი უდედან.
| Print |