საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4399 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1705-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 563-ს შეადგენს
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 34-კი თბილისში დაფიქსირდა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 18 პაციენტია, აქედან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.