COVID19
კორონავირუსმა განიცადა მუტაცია, რის შედეგადაც მისი გადადება გამარტივდა - ბიძინა კულუმბეგოვი
ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია და დასუსტდა - ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მუტაცია, რომელიც ყველა ახალ შტამპში ვლინდება, პოტენციურად შესაძლოა უფრო მის გადამდებადობასთან იყოს დაკავშირებული. კულუმბეგოვის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა და იგი უფრო ადვილად გადაედება ადამიანს. 

"ჩვენ ვიცით რომ ვირუსს აქვს მოჭიდების ელემენტები, რითაც ის მასპინძლის ორგანიზმს ემაგრება. ვირუსის მუტაცია ალბათობას ქმნის კლინიკურად, რომ მას უფრო ადვილად შეუძლია ეპიდემიოლოგიურად გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გადადების გზებთან დაკავშირებით, 18 სექტემბერს განახლებული გაიდლაინი დადო, სადაც ის ამბობდა, რომ გარდა იმისა, რომ ჰაერწვეთოვანი გზა, ანუ წვეთებით გადაცემა არის მთავარი და წამყვანი, არ გამოირიცხება, რომ ადამიანი ლაპარაკით, სუნთქვით, მცირე აეროზოლურ ნაწილაკებს ავრცელებდეს და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიფრინავენ ორ მეტრზე მეტი. შესაბამისად, აქ კარდინალურად იცვლებოდა ყველაფერი და არავინ არ იცის ეს რატო მოხდა. თუმცა 24 საათის შემდეგ გაიდლაინი აიღეს და თქვეს რომ ტექნიკოსს შეეშალა და შემთხვევით გამოდო ამერიკის დაავადებათა კონტროლის საიტზე. ამას სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყა აშშ-ში"
- ამბობს ალერგოლოგი.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით,  ამ ვირუსის გადაცემის გამარტივება გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ინფექციას და ნებისმიერ ვირუსს ავადობის გამოწვევის ზღვრული მაჩვენებელი აქვს.

"მაგალითად ერთ ვირუსს არ შეუძლია დაავადება რომ დამართოს. ადამიანის ანუ მასპინძლის იმუნიტეტზეც არის ეს დამოკიდებული. მაგალითად ავადობა რომ დამემართოს, პირობითად ვამბობ, 10 კორონავირუსია საჭირო. მუტაციის შემდგომ შეიძლება სამი გახდეს საკმარისი. ასეთი ცვლილება შეიძლება იყოს კავშირში ამ მუტაციასთან" - განმარტავს ალერგოლოგი.


| Print |