COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა.

„აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70-მდე მძიმე. ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით კი ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა", - განაცხადა გამყრელიძემ.


| Print |