COVID19
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1759-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 781-ს შეადგენს

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.



| Print |