COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 1 - სამცხე-ჯავახეთში, ყველაზე მეტი - 166 კი აჭარაში დადასტურდა. 

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 296 ახალი შემთხვევა და გახდა 4960 დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა“,-განცხადა მარინა ენდელაძემ.

სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას "მეცხრე არხი", რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან ამ დრომდე ელოდება. ტელეკომპანიის ზარებს არ პასუხობს არცერთი სტრუქტურა, რომელსაც კოვიდვითარებაზე ოფიციალური ინფორმაციის გაცემა შეუძლია.

ბოლო მონაცემებთ, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, 9 შემთხვევაა დადასტურებული.


| Print |