COVID19
ადიგენის სოფლებში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ 19  სოფელ გომაროს, უდესა და ჭეჭლას მკვიდრებს დაუდასტურდათ.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, გომაროელი მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია.

,,სულ სხვა ჩივილებით შეიყვანეს კლინიკაში, მაგრამ შემოწმების შედეგად კოვიდ19 დაუდგინდა. ეს უკვე ადიგენში დადასტურებული 11 შემთხვევაა“ - აცხადებს გიორგი მიქელაძე.

ამ დრომდე კოვიდ 19  ადიგენის მხოლოდ ორ სოფელში - უდესა და ჭეჭლაში მცხოვრებ 8 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული



| Print |