COVID19
საქართველოში კორონავირუსით 28–ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 28-ს შეადგენს. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

59 წლის ქალი ბათუმიდან არის. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

„სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს, 2 მძიმე ავადმყოფი იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი. დანარჩენი ასევე მძიმე, კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ. თუ არ ვცდები 3 შემთხვევა უკავშირდება აჭარას. ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ გადმოყვანილი იყო ბათუმიდან. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან 0,57% გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ
| Print |