COVID19
ასპინძაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ექთანს COVID-19 დაუდასტურდა. მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის გამო, სოფელში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა. 

"ექთანი ქალი აჭარიდან ჩამოსულა, მაგას დაუდასტურდაო. წუხელ ღამის 12-დან პოლიცია დადგა სოფლის შემოსასვლელში, არც ჩვენ გვიშვებენ სოფლიდან და არც სხვას უშვებენ აქ. შემოწმებაზე ჯერ არავინ მოსულა", - გვითხრა ადგილობრივმა. 

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის თქმით, მიმდინარეობს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა. 
| Print |