COVID19
55-მდე ახალციხელმა კარანტინი დატოვა
დედის დაკრძალვისთვის სომხეთიდან ჩამოსული კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტების ტესტის პასუხები ცნობილია. განმეორებითი ანალიზის შედეგად კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

საკარანტინე სივრცეში მყოფი პირების ნაწილი სახლში დღეს, 27 სექტემბერს დილით გაუშვეს. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, კარანტინიდან და თვითიზოლაციიდან დაახლოებით, 55-მდე პირი გათავისუფლდა. აქედან 12-მა ბაკურიანის კარანტინი გუშინ დატოვა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მხოლოდ ოთხი პირი რჩება თვითიზოლაციაში. დანარჩენი ყველა ახალციხელი მოქალაქის ტესტის პასუხი უარყოფითია“, - გვითხრა გიორგი მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის მიზეზი სომხეთიდან შემოსული პირი გახდა, რომელიც ახალციხეში დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. უკან დაბრუნებისას, 18 სექტემბერს, საზღვარზე მას კორონავირუსი დაუდგინდა.



| Print |