საქართველოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილი 55 წლის ქალია აჭარიდან. კორონავირუსის გარდა მას თანხლები დაავადებები ჰქონდა.
"პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა" - განაცხადა მარინა ენდელაძემ