COVID19
საქართველოში კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით დღეს, 30 სექტემბერს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 37 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი ქუთაისში მკურნალობდა. მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი 69 წლის მამაკაცია.

„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, - განაცხადა ენდელაძემ.
| Print |