COVID19
არლის სკოლის ტესტის შედეგები COVID 19-ზე ცნობილია
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ანალიზი უარყოფითია.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ორი კვირის განმავლობაში მაინც გააგრძელებენ, შემდეგ კი ჯანდაცვისა და განათლების უწყებების რეკომენდაციებს დაელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან, საჯარო სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიზეზი სკოლაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა. ერთ-ერთ პედაგოგს 1 ოქტომბერს კორონავირუსი დაუფიქსირდა. მანამდე, 29 სექტემბერს ინფექცია პედაგოგის მეუღლეს დაუდასტურდა. ეს სოფელში ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევა იყო.
| Print |