COVID19
ქალაქ ახალციხეში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ქალაქ ახალციხის მაცხოვრებელია. სამი დადასტურებული შემთხვევა ახალქალაქის, ხოლო ოთხი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის შვიდი შემთხვევა ძველი ინფიცირებულების კონტაქტებია. გიორგი მიქელაძის თქმით, ახალციხელი კოვიდდადებითი პაციენტის წყაროსა და კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს. დღეს სამცხე-ჯავახეთში 288 პირის ანალიზის პასუხს ელიან.

პარალელურად, მიმდინარეობს კიდევ ერთი ინფიცირებულის - ახალქალაქის მკვიდრის კონტაქტების მოძიებაც, რომელსაც ინფექცია 7 ოქტომბერს, თბილისში დაუდასტურდა. ამ შემთხვევის ჩათვლით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 50-ს შეადგენს. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.


| Print |