COVID19
საქართველოში კორონავირუსით 4 პირი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში COVID 19-ის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 113-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დღეს, 15 ოქტომბერს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 208 პირი.
| Print |