COVID19
საქართველოში COVID 19-ით გარდაცვლილთა და განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდებობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 7 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 143 გახდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"დაემატა 7 ახალი გარდაცვლილი და ქვეყანაში ახლა არის დაფიქსირებული სულ 143 ახალი შემთხვევა. გუშინდელი გარდაცვლილების შესახებ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს" - განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ენდელაძემ.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 8 338 გახდა.

19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების - 1 186
ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |