სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 469 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, 360 კი აჭარაში.
"ისევ ყველაზე მეტი გახლავთ თბილისსა და აჭარაში. თბილისში გახლავთ 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 360 ახალი შემთხვევა. იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად, დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ქვემო ქართლში გახლავთ - 78, შიდა ქართლში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ - 73, კახეთში - 46, გურიაში არის 25 ახალი ინფიცირებული, მცხეთა-მთიანეთში არის - 14 და სამცხე-ჯავახეთში - 7" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
19 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 30 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 - გარდაიცვალა.