COVID19
ახალციხის სოფელ წნისში ორი კოვიდინფიცირებულია
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში ორი კოვიდინფიცირებული პირია. ორივე მათგანი სამედიცინო პერსონალია. ახალციხის მერის წარმომადგენლის დავით პაპუაშვილი განმარტებით, სოფელში COVID 19 სანიტარსა და ექთანს დაუდასტურდა. ისინი ქალაქის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ. დავით პაპუაშვილის თქმით, ინფიცირებულთა ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"წნისში ორს დაუდასტურდა. ერთი სანიტარია და ერთი ექთანი. ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან"
- განუცხადა "მეცხრე არხს"დავით პაპუაშვილმა.

19 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 98 შემთხვევაა დაფიქსირებული.


| Print |